პაციენტისა და ექიმის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, შესაბამისი ასოციაციები გართულებების მინიმალურ ჩამონათვალს შეიმუშავებენ

საქართველო, თბილისი - 13:26 | 07.12.2015
ნანახია: 1920

პაციენტისა და ექიმის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრი დარგობრივი ასოციაციები იმ გართულებების მინიმალურ ჩამონათვალს შეიმუშავებენ, რომელიც ამა თუ იმ სამედიცინო მანიპულაციის დროს შეიძლება წარმოიშვას.

სია პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფურცელს დაერთვება თან. როგორც გაერთიანების წევრები აღნიშნავენ, ჩამონათვალი ვერ იქნება სრულყოფილი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩარევის სპეციფიკიდან და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმს საშუალება ექნება აღნიშნულ ჩამონათვალს დაუმატოს სხვა მოსალოდნელი გართულების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს, როგორც ექიმის ისე პაციენტის უფლებების დაცვას, რაც ქვეყანაში ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის განვითარებას შეუწყობს ხელს . აღნიშნული ცვლილება საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის მიერ იქნა ინიცირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე