გამიხარდება, თუ გრიგოლ ვაშაძე ლევან ბერძენიშვილს განათლების საკითხებში მრჩევლად აიყვანს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:20 | 12.10.2018
ნანახია: 2723

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს, რომ გაუხარდებოდა, თუ კი გრიგოლ ვაშაძე განათლების საკითხებში მრჩევლად ლევან ბერძენიშვილს აიყვანდა.

„მე გამიხარდებოდა,რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა”, - წერს სააკაშვილი.

ექს-პრეზიდენტი სოციალირ ქსელში ლევან ბერძენიშვილის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის ფრანკფურტში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრ ის შესახებ წერს.

„სერიიდან -- ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან "შნურით" მიბმული”, - წერს ლე ვან ბერძენიშვილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე