ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ყველა ინფორმაცია, რომელსაც რუსეთის ოფიციალური პირები და ჟურნალისტები ავრცელებენ, მტკნარი სიცრუეა - ამირან გამყრელიძე
საქართველო, თბილისი - 12:04 | 05.10.2018 ნანახია: 2284
„ყველა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური თუ ჟურნალისტური წრეებისა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინააღმდეგ”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ონიშენკოსა და გიორგაძის სპეკულაციებსა და ნაბოდვარს ნამდვილად არ უპასუხებდნენ, მაგრამ ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა. მისივე თქმით, რუსეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში ამ საკითხზე პრესკონფერენციები გამართეს, ამიტომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საპასუხო განცხადების გაკეთება გადაწყვიტა.
„სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ“- აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი განცახდებით, ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რადგან აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















