მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 05.10.2018
ნანახია: 689

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა.

მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მამუკა ბახტაძეს მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპი უმასპინძლებს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში. სხდომის დასრულებისთანავე, გაიმართება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების დელეგაციების ხელმძღვანელთა ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში მეგობარქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იმყოფებიან.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე