გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველო, თბილისი - 10:48 | 07.12.2015
ნანახია: 1875

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 4 დეკემბერს აზერბაიჯანის „გიუნეშლის" საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი. საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სამძიმარს უცხადებს  დაღუპულთა ოჯახებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოსახლეობას და უთანაგრძნობს მათ ამ მძიმე წუთებში.​




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე