ბოლო ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

საქართველო, თბილისი - 16:26 | 03.10.2018
ნანახია: 1382

ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე