შეგნებულად არ ვეძახით თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში წიგნაკი უდევს - კობახიძე ოპოზიციას

საქართველო, თბილისი - 15:26 | 03.10.2018
ნანახია: 679

შეგნებულად არ ვეძახით თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში წიგნაკი უდევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს მიმართა.

ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს მიმართა, საარჩევნო კამპანია ბინძური მეთოდების გარეშე წარმართონ.

„მგლის თავზე სახარებას კითხულობენო, თქვენზეა ნათქვამი. საუბარი მქონდა მაღალ მატერიებზე 15 წუთის წინ, რომ წარმართოთ ღირსეული, ევროპული ტიპის კამპანია, ეს იყო სახელმწიფოებრივი თხოვნა. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური თანამდებობის პირი. ეს ქალბატონი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მასზე ნათქვამი გექნებათ, რომ არის მოღალატე და სამარცხვინო. შემდეგ ხომ გექნებათ მოთხოვნა, რომ უნდა იყოს ზეპარტიული. ის მაინც იქნება ზეპარტიული, მაგრამ სახელმწიფოებრივად ძალიან ცუდ რამეს აკეთებთ. იმიტომ გეუბნებით, რომ ჯობია, გვერდზე გადადოთ ეს კამპანია. შეგნებულად არ ვეძახით თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში წიგნაკი უდევს, დღე და ღამე რუსეთის სიყვარულზე გველაპარაკება. გაგახსენოთ ციტატები? როგორ უყვარს თქვენს კანდიდატს რუსეთი. პასპორტი ჯიბეში მექნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, გულიდან ვერ წაშლით რუსეთის სიყვარულსო, ამას ამბობდა ბატონი ვაშაძე და დაამთავრეთ ღალატზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე