ნატო ჩხეიძემ ფრაქცია „პატრიოტების“ დატოვების შესახებ მიმართვა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 03.10.2018
ნანახია: 659

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ფრაქცია „პატრიოტების“ ოფიციალურად დატოვების შესახებ მიმართვა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა

შეგახსენებთ, თუ „პატრიოტები“ ფრაქციაში ნატო ჩხეიძის კვოტას არ შეავსებენ, მათ ფრაქცია დაეშლებათ, რადგან რეგლამენტით ფრაქციის არსებობისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.

ნატო ჩხეიძემ „პატრიოტების“ დატოვების თაობაზე განცხადება ერთი კვირის წინ, სასესიო კვირას გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ფრაქციაში დროებით რჩებოდა, რათა ის არ დაშლილიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე