"პატრიოტთა ალიანსმა" თათბირზე დაადგინა, რომ სექსი დასაშვები მხოლოდ სამშაბათსაა - ნატო ჩხეიძე
საქართველო, თბილისი - 12:56 | 03.10.2018 ნანახია: 1000
„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე პარტიის ერთ-ერთ საგანგებო თათბირს იხსენებს.
როგორც ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, ერთ-ერთ საგანგებო თათბირზე პარტიამ რამდენიმე თემა განიხილა, მათ შორის დიდმარხვის პერიოდში სექსის დაშვების საკითხი.
ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, პარტიამ თათბირზე დაადგინა, რომ სექსი დასაშვები მხოლოდ სამშაბათსაა.
ნატო ჩხეიძის პოსტს, რომელიც მან Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:
"დროდადრო", ასე ერქვა მამაჩემის ჩანაწერებს და ასე დავარქვი მეც.
გადავხედე ამ ჩემს " დროდადროს" და თვალში მომხვდა " პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სხდომის შესახებ ჩემი ჩანაწერი სათაურით-
გაფართოებული თათბირი
პარტიის ლიდერები ბრიუსელში მიდიან და წასვლამდე საღამოს 7 საათზე გაფართოებული თათბირი მოიწვიეს: პარლამენტის და საკრებულის დეპუტატები, პარტიული აქტივი, ადმინისტრაცია.
თათბირის დაწყებამდე დემოკრატიასა ა და სამართლიანობაზე იყო საუბარიდა ბუნებრივად ამ სულისკვეთებითვე უნდა გაგრძელებულიყო.
პირველ საკითხათ
მოისმინეს: ანეგდოტი სტალინზე, რომ მან მოიწვია პოლიტბიურო და უთხრა, ქვეყნის უკეთესი აღმავლობისთვის საჭიროა " პერეკრასიტ კრემლ ი რასტრელიტ კაჟდავაჩეტვიორტავა ჩელავეკა". სიჩუმის მერე ერთმა თქვა:" ა ზაჩემ პერეკრასიტ?" და სტალინმა, როგორც ხალხთა მამამ გაითვალისწინა აზრი და დათანხმდა:" და მოჟეტე ი ნე პერეკრასიტტ".
აზრი გამოითქვა, რომ სტალინმა ომში გაჟლიტა 300 ათასი ქართველი და ომამდე მთელი თავადაზნაუობა.
დაადგინეს: სტალინი ტირანი იყო, მაგრამ მოიგო ომი.
მეორე საკითხათ მოისმინეს დიდმარხვის შესახებ ინფორმაცია: რომ საჭიროა არა მხოლოდ საკვებით მარხვა, არამედ სულიერად, ლოცვით და აღსარებით და ფიზიკურად სექსის შეკავებით.
ითქვა, რომ ყველანი შურიანები ვართ და საჭიროა აღსარების დროს ამ ცოდვის მონანიება.
- არა ვარ შურიანი! - გაისმა დარბაზში.
- -არც მე ! არც მე! არც მე!- მაშინვე აჰყვნენ დანარჩენები.
- ეგ თქვენ გგონიათ რომ რ ხართ შურიანი. როგორ არ ხართ. და თან ქედმაღლებიც ხართ, რომ ვერ იგებთ, რომ შურიანები ხართ!- იყო მკაფიო ახსნა.
- -არა ვართ, არა!.. არა!..- არ თმობს სათათბირო.
- არა ხართ, არა?.. აბა მითხარით, არ გინდათ, რომ სხვა პარტიებს აჯობოთ?
- გვინდა!.. როგორ არ გვინდაა!.. აბა მეტი რა გვინდა!.. მაგისთვის არ ვიკლავთ თაავს?.. გვინდა!.. გვინდა!..- მკერდში მჯიღს ირტყავს სათათბირო.
- ჰოდაა, ეგ არის, რომ შურიანები ხართ!.. თან ქედმაღლები და კიდევ ამპარტავნები!..
დაადგინეს:ყველამ ჩააბაროს აღსარება და მოინანიოს შური, ქედმაღლობა, ამპარტავნება და სხვა მისთანანი.
მოისმინეს, რომ დიდმარხვის დროს საჭიროა მარხვა სექსთან მიმართებაშიც.
აზრი გამოითქვა, რომ სექსის შეკავება საზიანოა მამაკაცთა ჯანმრთელობისათვის და სასურველია მისი დაშვება.
მოისმინეს ინფორმაცია, რომ ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი მძიმე მარხვაა და ვერ დაიშვება, რომ შაბათს ადამიანი ფაქტობრივად ქრისტესთან ერთად კვდება და კვირას განახლდბა, ასე რომ ესეც მძიმე მარხვაა და ვერ დაიშვება, რომ ხუთშაბათი ფეხების განბანვაა და მასთან დაკავშირებული თავმდაბლობა ა და შესაბამისად მძიმე მარხვა და ამიტომ ვერ დაიშვება.
რჩება სამშაბათი.
დაადგინეს: დიდმარხვის პერიოდში სექსი დასაშვებია კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს.
შეკითხვა დაისვა მორიდებული ხმით:
- შაბათ - კვირას არ შეიძლება?
- .- იყო პასუხი.
- - მკვდარი როგორ ვარ, სამშაბათის გადაცვლა მინდა შაბათზე.- გაისმა ისევ მორიდებული , მაგრამ მტკიცების ნოტის მემცველი ხმა.
- არა, შაბათს მკვდარი ხარ!- იყო მკაცრი პასუხი.
- და კვირა? კვირაც არა? - სუსტად გაიბრძოლა ერთადერთმა პროტესტანტმა.
- კვირას განახლდები, ყველა ცოდვას სტოვებ და როგორ შეიძლება. მარტო სამშაბათს!- პასუხი ურყევია.
- სამშაბათი არ მაწყობს, არ მაწ- ყობს...- ხელებს იქნევს პოეტი.
დაადგინეს: მხოლოდ სამშაბათი! და ოთარაშვილი აღდგომამდე მოიცდის.
უკვე რვის ნახევარია.
გაჩქარებული ნაბიჯით შემოდის ერეკლე საღლიანი და ამბობს: შვიდი საათია. ზუსტად დროზე მოვედი.
- დროზე როგორ მოხვედი? - გაისმის აქეთ- იქიდან.
- - შვიდია და მოვედი- არის დინჯი პასუხი.
- სად არის შვიი, სად? - არ ცხრება შეკითხვები.
- ჩემს საათში- ისევ დინჯი პასუხი.
- გვაჩვენე საათი- არ ისვენებენ ურწმუნონი.
- საათი სახლში მაქვს. ზუსტად შვიდი იყო, რომ შევხედე.
- დაადგინეს: არაფერი აღარ უთხრან საღლიანს და მიიღონ ისეთი, როგორიც არის.
-
მოისმინეს მესამე საკითხი: პრემიერის განცხადების ტექსტი და მასზე გამოხმაურების თეზისები.
დაადგინეს: პრემიერს ამ საკითხში ეთანხმებიან. მაგრამ მხოლოდ ამ ერთ საკითხში ანუ ამ თემის ასეთ მიდგომაში. ამ ერთადერთ საკითხში მხოლიდ და ... ასე, რომ მაინც ჩვენი გადასაყენებელიაო.
-
მოისმნეს: ცხინვალში მიმდინარე პროცესები, რომ საქართველოს ორი მოქალაქე გამოუშვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კათალიკოს-პატრიარქის წერილმა, ასევე ხელისუფლების განცხადებამაც. გარდა ამისა ამ საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა უამრავმა სხვა ადამიანმაც პატრიოტთა ალიანსიდან.
დაადგინეს: საჭიოა შევინარჩუნოთ დუმილი.
მოისმინეს: თეზისების სახით ძირითადი გასახმოვანებელი მოსაზრებები.
დაადგინეს: მიღებული მითითებები ურყევად არის შესასრულებელი.
და...
მორჩა თათბირი", - წერს ნატო ჩხეიძე.
ცნობისთვის, "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებული მიზეზების გამო, ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















