შენი პრეზიდენტი მახსოვს, რომ ფორთხავდა იქ - ვატო შაქარიშვილი ნიკა მელიას

საქართველო, თბილისი - 09:34 | 03.10.2018
ნანახია: 908

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ნიკა მელიასა და ზვიად ძიძიგურს შორის მომხდარ ჩხუბში ჩაერთო "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე მელიას უპასუხა.

„შენი პრეზიდენტი მახსოვს, რომ ფორთხავდა იქ,“ - მიმართა მან მელიას.

შაქარიშვილის საპასუხოდ გიორგი ვაშაძემ, რომელიც ასევე სტუდიაში იმყოფებოდა, "ქართული ოცნების" წევრს "ქრთამისტი" უწოდა.

„გაჩუმდი, ოროსანო!“ - მიმართა ვაშაძემ შაქარაშვილს, რომელმაც მას ადეიშვილის მოადგილეობა შეახსენა.   




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე