დაეგდე იქ - ზვიად ძიძიგური ნიკა მელიას

საქართველო, თბილისი - 09:28 | 03.10.2018
ნანახია: 1129

 გადაცემა "არჩევანში" ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია და უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ.

მის განცხადებებს საპასუხო რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც ნიკა მელია სკამიდან წამოდგა და ზვიად ძიძიგურის მისამართით გაიწია.

„მკვლელების მფარველები ხართ!“ - მიმართა ნიკა მელიამ ძიძიგურს, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერმა მას მოუწოდა, რომ დაბრუნებულიყო ადგილზე.

„დაეგდე იქ!“ - მიმართა ძიძიგურმა მელიას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე