სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
საქართველო, თბილისი - 15:58 | 02.10.2018 ნანახია: 1357
2 ოქტომბერს 12სთ-ზე სასტუმრო „იოტას“ საკონფერენციო დარბაზში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და ბროკერების გაერთიანებული კავშირის „დაზღვევის კავშირის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა.
კავშირი იმოქმედებს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი, დამოუკიდებელი ორგანო და მნიშვნელოვნად ამოავსებს იმ ნიშას, რაც დღეს გვაქვს სექტორის ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით. კავშირი არ მოიაზრება სადაზღვევო ასოციაციის ალტერნატივად.
დაზღვევის კავშირი აერთიანებს სადაზღევო კომპანიებსა და დაზღვევის ბროკერებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაზღევის ბროკერებიც აქტიურად ერთვებიან მსგავს სამუშაო ფორმატში; ბროკერების ჩართულობა, როგორც მომხმარებლის წარმომადგენლისა და უფლებების დაცველის პოზიციიდან გამოდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კავშირის წარმატებული საქმიანობისთვის.
დაზღვევის კავშირის წევრი ორგანიზაციებისთვის დაზღვევა საქმიანობის ძირითადი სფეროა, რაც გარანტია იმისა, რომ კავშირის მიზნები სრულად მოემსახურება ინდუსტრიის ინტერესებს.
„სადაზღვევო ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში მიმზიდველ და რენტაბელურ დარგად უნდა იქცეს, ეს არის კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზანი, რისთვისაც კავშირი უახლოეს მომავალში კონკრეტულ პროექტებს და ინიციატივებს გააცნობს საზოგადოებას. დღეს აქ წარმოდგენილმა სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა, გადავწყვიტეთ დროა უფრო აქტიურად, გაერთიანებული ძალებით ჩავერთოთ სადაზღვევო ინდუსტრიაში დაგვროვილი პრობლემების მოგვარებაში.“ - განაცხადა ვასილ ახრახაძემ, სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა.
„კავშირი საკუთარი საქმიანობის მიმდინარე მთავარ გამოწვვევებად განსაზღვრავს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა სავალდებულო დაზღვევის არსებული და სამომავლო პროგრამების დახვეწა. კავშირი განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდება ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების პროგრამის იმპლემენტაციის პროცესს და აქტიურად ჩაერთვება სამომავლო, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამის პროექტირება/დანერგვის პროცესში“ - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელმა.
„ბროკერების ჩართვა სადაზღევო კომპანიებთან ერთად ამგვარ წამოყებაში ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე სადაზღვევო ბროკერები ამ ტიპის ორგანიზაციებში ნაკლებად ვიყავით წარმოდგენილები, თუმცა, ვფიქრობთ, ახლა მეტი აქტიურობის დროა. ჩვენი წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა სადაზღვევო ინდუსტრიაზე და საერთაშორისო კავშირები, დარგის განვითარებას აუცილებლად წაადგება. ბაზარზე შეიმჩნევა ტენდენციები კონკურენტული გარემოს შეზღუდვის და ჩვენი მომხმარებელიც უფრო მეტი წნეხის ქვეშ ექცევა. ამ კუთხით, ბროკერი მომხმარებლის უფლებების პირველი დამცველი უნდა იყოს და ამ მიმართულებით კავშირის საქმიანობაში აქტიურად ჩავერთვებით“ –განაცხადა დაზღვევის ბროკერმა ირაკლი კილასონიამ.
„მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან - არის კავშირის ჩამოყალიბების მთავარი ამოცანა, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს დაზღვევის სფერო. კავშირი აქტიურ დისკუსიებს გამართავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლა მოხერხდეს და გადაწყვეტილებების ცვლილება აუცილებლად დაეფუძნება ჯანსაღ კონკურენციას, დაუშვებელია სადაზღვევო პროდუქტების კონსოლიდაცია ერთ ან რამდენიმე კომპანიაში და ასევე ხაზგასასმელია ფინანსური ეფექტურობის და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა“ - განაცხადა სოფიო ლებანიძემ, „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა.
სადაზღვევო კავშირს უკვე გაწერილი და დამუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის ინიცირებასაც უახლოვეს კვირებში განახორციელებს საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















