გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს

საქართველო, თბილისი - 15:25 | 02.10.2018
ნანახია: 1423

არსებული ინფორმაციით, გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ისინი სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით, ცხინვალიდან მიფრინავდნენ.

როგორც "რუსთავი2"-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ხაზთან რუსული ვერტმფრენების ფრენის ფაქტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობა.

სუს-ის ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე