მესი კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა, „ბარსელონაში“ დარჩეს

საქართველო, თბილისი - 13:39 | 02.10.2018
ნანახია: 2085

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი, შესაძლოა, კლუბში საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც დარჩეს.

შესაბამისი აზრი კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ გამოთქვა.

 „ვფიქრობ, რომ ის მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ის ჩვენთან დარჩება. მას წასვლა არ სურს. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით მესის, რომ მას შეუძლია კლუბის ადამიანი გახდეს. ეს მისი პროექტიც არის“, - აღნიშნა ბარტომეუმ The Times-სთან ინტერვიუში.

არგენტინელი ფეხბურთელი 31 წლისაა. 2000 წელს მესი "ბარსას" 14 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა და მას შემდეგ „ბარსელონას“ მაისური არ გაუხდია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე