„ომეგა ჯგუფის“ საქმეში კვირიკაშვილის გვარი გამოჩნდა - „რუსთავი 2-ის“ ახალ ჩანაწერი
საქართველო, თბილისი - 13:04 | 02.10.2018 ნანახია: 1341
„ომეგა ჯგუფის“ საქმეში ახალი გვარი გამოჩნდა.
ჩანაწერში, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ყვება, რომ „ომეგას“ საქმეზე გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც რეპრესიული მანქანა ამოქმედდა.
მათი ცნობით, ჩანაწერი ასახავს სავარაუდოდ იმ ეპიზოდს, რომელზეც ზაზა ოქუაშვილი ორი დღის წინ "რუსთავი2"-ის ეთერში საუბრობდა. მას შემდეგ, რაც შედგა შეხვედრა ზაზა ოქუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, საქმეში ჩაერთო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სწორედ ფარცხალაძის ჩართულობის გასარკვევად დაუკავშირდა ყიფიანი კვირიკაშვილს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სატელეფონო ჩანაწერში ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ასანიძე საუბრობენ. ყიფიანი სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, რომ ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა მძაფრი რეაქცია. ის აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან "ავარდა".
ლევან ყიფიანი: მითხრა რომ დაიჭირე ამასთან.
ნიკოლოზ ასანიძე: ბიძინას ------
ლევან ყიფიანი: კი, ოთართან დავიჭირე აი ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა ა მოვედი მივედი ოთარისთან ასე თუ ისე მე გაყოფილი მაქვს თავი შარში და ის პრობლემები რომლებიც იყო შექმნილი და რომელიც მე ეხლა ბიძინამაც შენიშვნა მითხრა რატომ არ მოხვედი ჩემთან რატომ მიხვედი სხვაგან რატო ისა და ასე ვთქვათ მე ავიღე ჩემ თავზე ეს უდარი.
ნიკოლოზ ასანიძე : საიდან გახმაურდა? როგორ იმას ქნა ეს ამბავი ერთხელ დამირეკე შენ და მითხარი რომ ...
ლევან ყიფიანი: მივედი პრემიერ მინისტრთან და ვუთხარი ესე და ესე და პრემიერ მინისტრი ავარდა იქა და უთხრა ესე და ესე რო რაღაცა ეს. ისე შენო რას პანიკობო ესო ყველაფერიო...
ნიკოლოზ ასანიძე: ეს ოთარიმ გითხრა?
ლევან ყიფიანი: ეს მითხრა კვირიკაშვილმა.
ნიკოლოზ ასანიძე: არა ჯერ ოთარისთან გქონდა რაღაც დაძაბულობა.
ლევან ყიფიანი: დაძაბულობა უთხარი რომ რა გინდა მეთქი შენ? რა გინდა მეთქი შენ? მე და ზაზა ერთად მივედით ზაზას ელაპარაკა მე უთხარი რომ მე უთხარი, ზაზა არ არი მეთქი მერე მე მივედი მარტო ზაზა არ წამომყვა და მივედი მარტო. ნუ იქაც მოხდა შელაპარაკება.
ნიკოლოზ ასანიძე: შაბათს მირეკავდი რაღაც მინდა გითხრაო და მერე ბავშვთან ვარ ეხლაო გასვენებაში ვიყავი.
ლევან ყიფიანი: კი, კი ხოდა მაგას გიყვები ხოდა მაგას გიყვები. მერე მოხდა ისე რო იქ ბიძინამაც ჩაერთო მეორედ, არა მეთქი ყველაფერი მოვაგვარე, ჩვენი საერთო მეგობარი ჩადგა შუაში ანუ ის დაძაბულობა მოიხსნა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















