მმართველ გუნდში რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურებს შორის მოლაპარაკებების აუცილებლობას ვერ ხედავენ

საქართველო, თბილისი - 09:55 | 02.10.2018
ნანახია: 615

„ქართულ ოცნებაში“ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურებს შორის მოლაპარაკებების აუცილებლობას ვერ ხედავენ. მმართველ გუნდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც ორი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა არ გამორიცხა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის, შესაბამისი წინაპირობა არ არსებობს.

„ასეთი დონის შეხვედრა პირველ პირებს შორის, იმ მოცემულობაში, რომელიც ახლა გვაქვს, როდესაც რუსეთის სრულიად უგულებელყოფს საკუთარ პასუხისმგებლობას, მგონია, რომ არის შეუძლებელი,“-განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.

რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრას მავნებლურ გადაწყვეტილებას უწოდებს ოპოზიცია.

განცხადება გრიგორი კარასინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე