გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები? ამასთან უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა - ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:42 | 01.10.2018
ნანახია: 860

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ცდილობს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მედია რა დღეში იყო, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცისგან, დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, ძირითადი პროფესია სააკაშვილის ეს იყო.

გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, ამასთან უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა. საზოგადოებისთვის იყო დიდი ტრავმა, დიდი სტრესი და ცდილობენ ბავშვების ჩხუბი უნდათ რომ გადააბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და გირგვლიანის მკვლელობის იდენტური უნდათ გახადონ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე