ზაზა ოქუაშვილის განცხადება ანეკდოტური და ღიმილის მომგვრელია - მამუკა ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 12:43 | 01.10.2018 ნანახია: 1002
ჩემი რეაქცია არის ძალიან მარტივი, აღნიშნული განცხადება შევა ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრილვართ, რომ ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კახი კალაძე ვერტმფრენით გაფრინდა ყაზახეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუსთან და ასევე, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა, რაც, ოქუაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.
მისი თქმით, ასეთი ტიპის განცხადებაა ესეც. მისივე განცხადებით, "ანეკდოტურია, ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს, რომ გადაიხადოს".
რაც შეეხება ლევან ყიფიანთან დაკავშირებულ საკითხს, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ჩანაწერების საკითხს პროკურატურა იძიებს.
„პროკურატურა იძიებს ამ ჩანაწერებს. თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს აქვს დამატებითი ინფორმაცია, მას შეუძლია, მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს. საქართველოში არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები, არსებობს კანონის უზენაესობა, არსებობს სასამართლო, ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს და ეს კითხვა ლევან ყიფიანს უნდა დაუსვათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















