ვახუშტი მენაბდე : ეს ცვლილება ნიშნავს ეკლესიისთვის სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემას

საქართველო, თბილისი - 12:40 | 06.12.2015
ნანახია: 1594

კონსტიტუციონალისტებისთვის პატრიარქის ინიციატივა მიუღებელია. ამის შესახებ ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ცვლილებებით ეკლესიისთვის სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემა მოხდება, რაც მენაბდის განცხადებით დაუშვებელია.

„პატრიარქისთვის შეწყალების უფლებამოსილების მინიჭება ნიშნავს ეკლესიისთვის სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემას. ამის განხილვა რომ გვიწევს არასერიოზულია, ცხადია ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ რა წამს შევა ეს ცვლილება შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს კონსტიტუცია არ არის და უბრალოდ ქაღალდების გროვაა,“ - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე