გია თვალავაძეს თავდებში ნინო წილოსანი და ზაზა პაპუაშვილი უდგებიან
საქართველო, თბილისი - 15:04 | 28.09.2018 ნანახია: 1588
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს თავდებში ვეტერანებთან ერთად პარლამენტის წევრებიც უდგებიან. აღნიშნულ ინფორმაციას თავალავძის შვილი, თამთა თვალავაძე ავრცელებს.
"ამ წამს ვესაუბრე ყველასთვის საპატივსაცემო ქალბატონს - დოდო გუგეშაშვილს, რომელმაც გადმომცა ვეტერანთა სრული მხარაჭერა გია თვალავაძის მიმართ და დამისახელა პიროვნებები, რომლებიც თავდებში უდგებიან მამას:
1) გიული (ბელა) ზალდასტანიშვილი -უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების განყოფილების უფროსი.
2) დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილი- საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“-ს თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი.
3) რევაზ ჯიჯიეშვილი - სამედიცინო სამსახურის გვარდიის პოლკოვნიკი, საქართველოს სამხედრო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
4) გია ბერძენიძე - საქართველოს ძალოვან-ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე.
5) დავით მუხიგული - ომისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიტიკის სამედიცინო სამსახურის უფროსი, თადარიგის მაიორი.
6) ემზარ ლეჟავა - ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი. მამას თავდებში უდგებიან საქართველოს პარლამენტის შემდეგი წევრები:კარლო კოპალიანი, თეიმურაზ ჭკუასელი, ზაზა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი.
პ.ს. მე კიდევ არ ვიცი მამაჩემი რამდენი ადამიანისთვის არის საამაყო ადამიანი და რამდენს დახმარებია, თუმცა ყველაზე რთულ დროს, იმაზე ძლიერი გამხადეთ, ვიდრე ვყოფილვარ და თქვენთად ერთად მჯერა, მამა არა მარტო მე, ყველა თქვენგანს დაგიბრუნდებათ", - აცხადებს თამთა თვალავაძე.
ცნობისთვის, გია თვალავაძეს და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 26 სექტემბერს შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თვალავაძე და კიდევ 5 პირი, მათგან 4 ქალი, 24 სექტემბერს დააკავეს. სუს-ის განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.“ სუს-ის ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომლებიც ეხებოდა ამ აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
გია თვალავაძე ბრალს უარყოფს.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















