ბრედ პიტმა ანდერძი დაწერა

საქართველო, თბილისი - 13:35 | 28.09.2018
ნანახია: 1451

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა და პროდიუსერმა ანდერძი შეადგინა და გადაწყვიტა მილიონები თავის შვილებს დაუტოვოს და ამით ქონება ანჯელინა ჯოლისგან დაიცვას.

მსახიობი 250 მილიონ დოლარს შვილებს - პაქსს, მედოქსს, შაილოს, ზახარის, ნოქსს და ვივიენს თანაბრად გაუყოფს. პიტი შექმნის ფონდს, რომელზეც წვდომა შვილებს მისი სიკვდილის შემდეგ ექნებათ.

 „მას სურს დარწმუნდეს, რომ ფულს მისი შვილები მიიღებენ და არა მათი დედა მას შემდეგ, რაც ის ცოცხალი აღარ იქნება“, - აღნიშნავენ ინსაიდერები.

ვარსკვლავური წყვილის განქორწინების პროცესი ორი წელია გრძელდება. ორივე თავიანთ ინტერესებს იცავს და უკან დახევას არ აპირებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე