პრემიერ მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, ჯარები გაიყვანოს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას არ მიმართავს, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს - სალომე სამადაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:54 | 28.09.2018 ნანახია: 985
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, გაერო-ში პრემიერ მინისტრის გამოსვლას დამაჯერებლობა აკლდა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, როდესაც მამუკა ბახტაძე რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს, მაგრამ არ საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, რის გამოც პრემიერის სიტყვებს დამაჯერებლობა აკლია.
„როცა საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, ჯარები გაიყვანოს, მაგრამ ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას არ მიმართავს, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, ასევე არ საუბრობს სანქციებზე, როგორც მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორზე რუსეთზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში, მის სიტყვებს დამაჯერებლობა აკლია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატის თქმით, უცნაურია, რატომ საუბრობს პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმ კონტრიბუციაზე, რომელსაც საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აკეთებს.
„პრემიერი არ საუბრობს, რომ ამ ქვეყანას ნატო-სა და ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანება სჭირდება. ასევე იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე არ საუბრობს, რომელსაც რუსეთი ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შეცვლის თვალსაზრისით აწარმოებს”, – აღნიშნა დეპუტატმა.
სამადაშვილი პრემიერ მინისტრის გამოსვლის ის ნაწილიც შეაფასა, სადაც მამუკა ბახტაძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც პრემიერს უსმენდა, ალბათ, შთაბეჭდილება დარჩა, რომ სხვა ქვეყნის პრემიერს უსმენდა. როცა ქვეყანაში მოსახლეობის 80 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად დანიშნა და იგივე პრემიერი ზეპარტიულ პრეზიდენტზე გვესაუბრება მაშინ, როცა სახელისუფლებო კანდიდატს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს არ უჭერს, პრემიერის მხრიდან დემოკრატიაზე საუბარი უხერხულია”, – დასძინა სამადაშვილმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















