2008 წელს საქართველოს თავს დაესხა რუსული ჯარი და ჩემი ქვეყნის საზღვრების შეცვლის გეგმა დაიდო საერთაშორისო ფორმატშიც კი- გიორგი მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 10:54 | 28.09.2018 ნანახია: 749
გიორგი მარგველაშვილმა ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ XIV საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობა და განვითარება ცვალებად სამყაროში“ სამუშაო პანელზე საქართველოს მიერ გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უდიდესი კონტრიბუტორია ავღანეთში, მალიში და ცენტრალურ აფრიკაში. ქვეყანა, რომელსაც თავად აქვს სტაბილურობისა და დაცულობის პრობლემა სხვა სახელმწიფოებთან ერთად გლობალურ უსაფრთხოებას იცავს. საქართველოს პრეზიდენტმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისა და ამ საფრთხეებთან ერთად ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობას და აღნიშნულ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული კონფლიქტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში რუსეთის აგრესია და ანექსიური პოლიტიკა ხელს უშლის ქვეყნის მომავალ განვითარებას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთო მიზნისკენ მიისწრაფვიან მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ერთიანი ღირებულებები, საერთაშორისო ურთიერთობების ერთიანი ხედვა და მეტად მჭიდრო კავშირები, იმისთვის, რომ შექმნან უფრო სტაბილური გარემო.
"დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი დარღვეული იყო, ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის სამწუხარო და ტრაგიკული ნაწილი, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქტიურად შეჰქონდა წვლილი გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ქართველი სამხედრო მამაკაცები და ქალები მონაწილეობდნენ პირველივე მისიებში კოსოვოში და მას შემდგომ უწყვეტად განაგრძობენ მონაწილეობას სხვა სამშვიდობო მისიებში და დღეს, მოსახლეობის წილთან შეფარდებით, სამშვიდობო მისიაში უდიდეს კონტრიბუტორს წარმოვადგენთ ავღანეთში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაღიარებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მაგრამ, მოდით შევხედოთ პროცესს სად ვართ საბჭოთა სისტემის -საბჭოთა კავშირის დაშლიდან ბოლო 30 წლის შემდეგ და რას მივაღწიეთ. პირველ რიგში, კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად ვიყავით მიმართული უკეთესი და უფრო სტაბილური მომავლისაკენ, უკეთესი და უფრო სტაბილური საზოგადოებისა და სახელმწიფოების ჩამოყალიბებისაკენ, თუ რა მივიღეთ ამ პროცესიდან, როგორ შევძელით აღგვექვა ცივ ომში გამარჯვება. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და ნატოში; ვგულისხმობ, რომ ეს ერები, მათი სტატუსი, ამ ხალხის შესაძლებლობა ისიამოვნონ სტაბილურობით, უსაფრთხოებით, კეთილდღეობით და პერსპექტიული მომავლის გრძნობით გაოთხმაგდა და ყველა მათგანმა მიიღო სარგებელი ამ ისტორიული მოვლენიდან.
მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული მოუგვარებელი პრობლემები, ე.წ. გაყინული კონფლიქტების სახით. თუმცა, საქართველოს შემთხვევში, დღეს არსებული კონფლიქტები არ არის გაყინული, ისინი კვლავ რეალურ ჭრილობას და დაბრკოლებას ქმნიან და ართულებენ ქვეყნის მომავალ განვითარებას.
ასე რომ, იმ პერსპექტივიდან, სადაც ჩვენ ახლა ვართ, რასაც ვხედავთ და ვიმედოვნებთ, მტკიცედ გვწამს, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთო ღირებულებათა სისტემაში, უნდა ჰქონდეთ უფრო მჭიდრო კავშირი და შესაძლებლობა, რომ აშენონ უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური მომავალი. ამ თვალსაზრისით, არსებობს იმის გარკვეული ხარისხის ეროზია, რასაც ჩვენ ვეძახით საერთო პრინციპებს, ღირებულებებს და მესამე მხარის მიერ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას. ნება მომეცით დავიწყო ყველა ჩვენგანის წინაშე არსებული რამდენიმე გამოწვევის დასახელებით.
10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც საქართველომ და უკრაინამ მიიღეს პირობა, რომ ისინი გახდებოდნენ ნატოს წევრები. რა მოხდა ამ თვალსაზრისით ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში? ჩვენ ვხედავთ, რომ ბუქარესტს სამიტის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა მეზობელი რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალა. ხაზს ვუსვამ - რეგულარულ სამხედრო ძალას, რადგან მანამდე, 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველო გახდა იმის მსხვერპლი, რასაც მოგვიანებით უწოდეს ჰიბრიდული ომი, რომ პატარა „მწვანე კაცუნები“ რეალურად ახდენდნენ ცვლილებებს მეზობელ სახელმწიფოში; ეს იყო რაღაც იმის მსგავსი, რისი მოწმენიც მოგვიანებით, 2014 წელს, გავხდით უკრაინაში.
2008 წელს საქართველოს თავს დაესხა რუსული ჯარი და ჩემი ქვეყნის საზღვრების შეცვლის გეგმა დაიდო საერთაშორისო ფორმატშიც კი, იმის გაცხადებით, რომ ისინი წარმოადგენდნენ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს საქართველოში.
ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე განმეორდა 6 წლის შემდეგ უკრაინაში. 2014 წელს რუსეთი უფრო მეტად ორგანიზებული, აქტიური და გადამწყვეტი იყო საკუთარი აგრესიული გეგმების მეზობელ უკრაინაში განხორციელებისათვის, ყირიმისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსიით. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც 1994 წელს, ბუდაპეშტში მომხრე იყო ბირთვული განიარაღების, რათა ხელი შეეწყო უფრო სტაბილური მომავლისთვის და ამ ბირთვული შეთანხმების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის გადაწყვეტილება განიარაღების შესახებ მხარდაჭერილი იყო რუსეთის ფედერაციის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკული შეერთებული შტატების მიერ, რომლებმაც ხელი მოაწერეს, როგორც გარანტორებმა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ არ დადგებოდა.
ამ უმნიშვნელოვანესი აქტის ოცი წლის თავზე რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. შესაბამისად, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ცივი ომის შემდეგ, გარკვეულწილად, შეიქმნა ახალი ტალღა, რომელიც დაიწყო 90-იანებში და ახალი ბიძგი მიეცა 2007 წლის დასაწყისში. ეს ტალღა საფუძველს უთხრის იმ ქვეყნების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რომლებიც ერთგულნი არიან სტაბილური განვითარების, რაც თავისთავად განაპირობებს მათ უფრო აქტიურ ჩართულობას ევროკავშირსა და ნატო-ში. ეს არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს.
ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები გამოწვევების წინაშე დგანან და ეს ქვეყნები უმკლავდებიან ამ საფრთხეებს და არასტაბილურობას, მაგრამ როგორც ვხედავთ, მხოლოდ ამ ადგილებში არ ხდება განხეთქილება და ძალადობრივი დაპირისპირება. ამ ადგილების გარდა, ჩვენ ვხედავთ არასტაბილურობას და ჩვენი ცხოვრების წესისთვის და მმართველობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები, არამედ მთელს ევროპაში არჩევნებში ჩარევის, პროპაგანდის და არასტაბილურობის მექანიზმების შექმნის მცდელობით.
ამ მხრივ, ჩვენ ენთუზიაზმით აღსავსე ვართ, რომ ვიხილოთ ახალი ქვეყნები და ჩვენი ახალი მოკავშირეები უფრო აქტიურად დაკავშირებულნი ევროკავშირთან და ნატო-სთან. ჩვენ მივესალმებით მონტენეგროს პროგრესს. ჩვენ მოველით სწრაფ და ენერგიულ პროცესს მაკედონიის მხრიდან, რომელიც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ევროპულ პროცესს და დააჩქარებს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ინტეგრაციას და მისცემს მათ საშუალებას, რომ შეუერთდნენ ევროატლანტიკურ საზოგადოებას და შესაბამისად, წვლილი შეიტანონ უფრო სტაბილური ევროპის და რეგიონის შექმნაში.
მერწმუნეთ, რომ როდესაც ამ პროცესს ვუყურებთ, ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწევადია და ის უკეთეს მომავალს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთლიან რეგიონს, რადგან ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მიეცემა შესაძლებლობა, ემსახუროს უფრო სტრატეგიულ მიზნებს და გადაჭრას ეკონომიკური, ენერგეტიკული, კულტურული თანამშრომლობის, ვაჭრობის საკითხები, რომლებიც უკავშირდება ევროპული სახელმწიფოების მომავალს.
ჩემი საწყისი სათქმელის გათვალისწინებით, რომელიც მოითხოვდა თქვენს ერთობას აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ და სიმტკიცეს საერთაშორისო სამართლის აღსრულებისას და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში კეთილი ნების სტანდარტების დამკვიდრებისას, როგორც ქვეყანა, რომელიც არსებითად აფასებს ამ ღირებულებებს, ვგრძნობ, რომ ყველას შეგვაქვს წვლილი ერთობის შექმნაში და ვგრძნობ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა ევროპიდან და ევროატლანტიკური საზოგადოებიდან აღიარებს ამ მიზნით ერთიანობის, საზოგადოებებს შორის და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კავშირების გაძლიერების აუცილებლობას.
ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას და ვხედავთ ჩვენს მოკავშირეებთან ინტეგრაციას, როგორც სამომავლო პერსპექტივას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ამ სიახლოვით ჩვენ დავიცავთ მთლიანი ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უკეთეს მომავალს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება