პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 27.09.2018
ნანახია: 714

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა 111 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას. შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების აქტის საფუძველზე საპატიმროებიდან გათავისუფლდა 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი.

 

ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათგან 4 ქალს და 6 არასრულწლოვანს.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ზვიად ქორიძის თქმით, კომისიას მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგან მას არ დაუწერია განცხადება, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე