მეორე ტურში ზურაბიშვილისა და ბაქრაძის გასვლის შემთხვევაში, ბაქრაძეს 53% დაუჭერს მხარს, ზურაბიშვილს - 23% - Edison Research-ის კვლევა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 27.09.2018
ნანახია: 632

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე თუ მეორე ტურში გავლენ დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელს დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 53%

სალომე ზურაბიშვილი - 23%

არ ვიცი/არ ვუპასუხებ - 24%

ორგანიზაციის ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება 2%-ია.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე