ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 26.09.2018
ნანახია: 1290

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა 2018 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე იპონით დაამარცხა რუმინელი დანიელ ნატეა, უკრაინელი იაკივ ხამო და ჰოლანდიელი მეიერი.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში თუშიშვილის მეტოქე მონღოლი დუურენბაიარ ულზიიბაიარი იქნება. ნეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური და უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე