სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილი რუსული ჯარი შემოიყვანა მიხეილ სააკაშვილმა უკან საქართველოში 2008 წელს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 10:34 | 26.09.2018
ნანახია: 1362

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილი რუსული ჯარი შემოიყვანა მიხეილ სააკაშვილმა უკან საქართველოში 2008 წელს. რომ არა მისი დანაშაულებრივი ქმედებები, ეს არ მოხდებოდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემოდა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მთლიანად დაკავების საშუალება.

"რომ არა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაული, რუსეთს იმის გაკეთების საშუალება არ მიეცემოდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ი

მისივე განცხადებით, რუსეთმა საკუთარი განზრახვის განხორციელება სწორედ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომის წყალობით შესძლო, რისი საშუალებაც მას შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც კი არ მიეცა.

"ახლა ეს ადამიანები ბედავენ და ღალატში იმ ადამიანს ადანაშაულებენ, რომელმაც საქართველოდან რუსული ბაზები გაიყვანა. რუსული ბაზების გაყვანა სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებებისა და მისი უნარების შედეგი იყო. სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილი რუსული ჯარი შემოიყვანა მიხეილ სააკაშვილმა უკან საქართველოში 2008 წელს. რომ არა მისი დანაშაულებრივი ქმედებები, ეს არ მოხდებოდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე