საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის თანამდებობაზე ლუიზა ვინტონი დაინიშნება

საქართველო, თბილისი - 09:56 | 26.09.2018
ნანახია: 624

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ნილს სკოტს სავარაუდოდ ლუიზა ვინტონი შეცვლის. პირველი არხის ინფორმაციით, ვინტონი გაერო-ს მანდატით ამჟამად მაკედონიაში იმყოფება. ლუიზა ვინტონი საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ოფიციალურად ნომებერში უნდა წარადგინონ.

ნილს სკოტი საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა და ხუთწლიანი მუშაობა უკვე დაასრულა. პირველი არხის ინფორმაციით, მან საქართველო უკვე დატოვა.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, დაინიშნება საქართველოში გაერო-ს ახალი ელჩიც. მისი ვინაობა 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე