მონსერატ კაბალიე საავადმყოფოში მოხვდა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 25.09.2018
ნანახია: 1603

ესპანელი ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 85 წლის მომღერალი საავადმყოფოში შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხვდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში ხუთ დღეს გაატარებს. არსებული ცნობით, კაბალიეს ჯანმრთელობის მდგომარეობა პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს და ის შესაძლოა საავადმყოფოდან სექტემბრის ბოლოს გაწერონ.

სახელგანთქმულ სოპრანოს 80-ზე მეტი პარტია აქვს შესრულებული ჯაკომო პუჩინის, ვინჩენცო ბელინის, გაეტანო დონიცეტის, ვოლფგანგ  ამადეუს მოცარტისა და რიხარდ ვაგნერის კლასიკურ ოპერებში. მომღერალი ასევე მონაწილეობდა ჯფუგ Queen-ის სოლისტის ფრედი მერკურის ალბომის ჩაწერაში სახელწოდებით Barcelona.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე