ვარლამ ლიპარტელიანის პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველო, თბილისი - 11:50 | 25.09.2018
ნანახია: 1305

მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო, საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა – ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბაქოში მიმდინარე ტურნირზე, ლიპარტელიანი თავის წონაში (100 კგ.) პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დაისვენა. მეორეში კი მისთვის უხერხულ მეტოქეს, ფრანგ – ალექსანდრ იდირს დაუპოირისპირდა.

ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში იდირმა პასიურობისთვის შიდო დაიმსახურა. მალევე ლიპარტელიანმა ვაზაარი მოიპოვა და დაწინაურდა. დაპირისპირების დასრულებამდე ერთი წუთით ადრე იდირმა შესანიშნავი ილეთი შეასრულა, თუმცა ქართველმა თავი კარგად დაიცვა.

საბოლოოდ ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და შემდეგ შეხვედრაში მასპინძლების ბოლო იმედს, ელმარ გასიმოვს შეხვდება.

წყარო: 1tv.ge

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე