ლარი ისევ უფასურდება

საქართველო, თბილისი - 17:33 | 21.09.2018
ნანახია: 1902

21 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6216 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6193 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.23 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0854 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0693 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.61 თეთრი შეადგინა. 

უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.4172 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4584 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 სექტემბერიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე