საოკუპაციო ხაზთან განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:51 | 21.09.2018
ნანახია: 1370

შიდა ქართლში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, განაღმვითი სამუშაოები
მიმდინარეობს. იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ორგანიზაცია Halo trust- ი 2017 წლიდან დანაღმული ნაკვეთების გასუფთავების კიდევ ერთ ეტაპს ახორციელებს. ცხინვალთან ახლოს მიმდებარე სოფლების მიწის ნაკვეთების 137 ჰექტარზე მეტი გამოცხადდა უსაფრთხოდ. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 346 ათას დოლარს. სოფელ ერგნეთში პროექტის პრეზენტაციას საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა დაესწრო და თავად მიიღო მონაწილეობა საპრეზენტაციო
ჩვენებებში.

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მრავლად არის ომის
ფეთქებადი ნარჩენები და იაპონიის მთავრობა მოხარულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ ნარჩენების გაწმენდასა და განაღმვაში, რადგან შეუძლებელი იქნება ქვეყნის სტაბილური განვითარება უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების გარეშე“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა.

რადიო თავისუფლების“ ცნობით, ადგილზე წარმოდგენილი იყო ის ჭურვები და ბომბები, რომლებიც მუშაობის დროს იქნა აღმოჩენილი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დანაღმული ტერიტორიების გასუფთავება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმართულებით გაგრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე