პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველო, თბილისი - 15:36 | 21.09.2018 ნანახია: 1646
საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს მშვიდობისა და საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა ელისო ბოლქვაძეს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პირადად გადასცა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, დიდი ბედნიერებაა, როდესაც უნარითადა ნიჭით მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს არ ავიწყდებათ საკუთარი სამშობლო და მასზე ზრუნვა ჩვენი ერის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად.
„ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი ერის სასიკეთოდ, არამედ ხელოვნებისა და მუსიკის ღირებულებებისთვის ახორციელებთ.
დიდი მადლობა ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი მიუღია დღემდე.
„ძალიან ემოციური ვარ დღეს. უდიდესი ბედნიერება და დიდი პატივია, თუ კი რამე გამიკეთებია, თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რაღაც მომიტანია ჩემს ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, იმ დახმარებების, მხარში დგომისთვის, რომელიც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღმოუჩინეთ ფესტივალს მისი დაარსების დღიდან. განსაკუთრებით ბავშვებისა და ფონდ “ლირას” გვერდით დგომისთვის, ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერისათვის პირველივე დღიდან, როდესაც მე თქვენ აგიხსენით ამ ფესტივალის იდეა. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც მიმიღია ჩემი ცხოვრების განმავლობაში“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
დაჯილდოების ცერემონიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიეესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ელისო ბოლქვაძე ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში.
„წელს ჩვენ მიწვეულნი ვიყავით ჩოხატაურში ახალგაზრდა პიანისტებისთვის მის მიერ მოწყობილ კონცერტზე, სადაც ვიხილეთ ლიეტუველი, ქართველი და საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა მშობლების სახეებზე დიდი ბედნიერება დავინახე, ვინაიდან ეს ამ ბავშვებისთვის იყო შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად განვითარდნენ და წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი.
საფრანგეთმა, თავის მხრივ, ელისო ბოლქვაძე უკვე 2015 წელს დააჯილდოვა ხელოვნებისა და ლიტერატურის ჯილდოთი, რომელიც მას საქართველში გადაეცა და დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვიზიარებ სიხარულს იმისა, რაც გახლავთ საქართველოს მიერ მისთვის ჯილდოს გადაცემა“, – განაცხადა ელჩმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















