თუ ამ კომისიის დასკვნის შემდეგ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი, კატასტროფული ზიანი თქვენთვის იქნება უმძიმესი - გიგა ბოკერია
საქართველო, თბილისი - 15:31 | 21.09.2018 ნანახია: 1238
როდესაც მკვლელობისთვის არავინ ისჯება, ეს არის ვენდეტის წახალისება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ რა, არ იცით, რომ როდესაც სახელმწიფო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ასეთი მკვლელობისთვის ვერ ისჯება, ვინც უნდა დაისაჯოს და ყველამ იცის, რომ ხელი დააფარეს, ეს არის პირდაპირი წახალისება და დაღუპულის ახლობლებმა უნდა აიღონ ხელში ვენდეტა. სხვა ქვეყანაში გაიზარდეთ ვიდრე მე და სხვები, როდესაც ასე იყოს ყველაფერი? გინდათ ასე იყოს, ეს სიგნალი გინდათ? დუმილია ეს. ყველას მოგმართავთ, ყველას, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა გინდათ აიღოთ, რომ მთავრობას არ მოსთხოვოთ ნაბიჯების გადადგმა, ეგრე გამოვა, რადგან სისხლიანი გარჩევები მოჰყვება ამას. არ გინდათ, რომ ასე იყოს, თუ არ გინდათ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენი პოლიტიკური ლანძღვა და სიძულვილის გადმოფრქვევა ცალკე გააკეთეთ ერთი გამომსვლელისთვის და მერე დაეთანხმეთ ყველა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ახალი ფაქტები დადგინდა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად.
„ყველამ ვიცით, რომ იმ ერთ დასკვნაში დადგინდა ახალი ფაქტები. საზოგადოებამ ზოგადად იცოდა, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, მაგრამ დადგინდა კონკრეტული ფაქტები, კერძოდ, დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად, მკვლელობაში თანამონაწილეობაში, პირდაპირ გეუბნებით. ეს დადგინდა. დადგინდა ახალი მტკიცებულებები ამ ბრალდების წასაყენებლად მ.კ-სთვის. კონკრეტული რამე დადგინდა და თქვენ ხვალ მოგთხოვენ პასუხს იმაზე, თუ მთავრობა ნაბიჯს არ გადადგამს და თუ გადადგამს, მერე ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენ შორის აქ საუბარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„კომისიამ დაადგინა კონკრეტული პირები, ვის მიმართაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს პირები არიან შოთაძე, ფხაკაძე, ფიფია. არსებობს ორი ამბავი – კარგი სცენარი თქვენთვის და თქვენი მთავრობისთვის არ არსებობს, რადგან უკვე ცუდი სცენარია დამდგარი. უკვე კარგი ვარიანტი ამ მთავრობისთვის არ არსებობს. საზოგადოებამ მიიღო სიგნალი, რომ როგორც მართლაცდა ძველ წარსულში იყო, თუ ახალგაზრდას სისტემაში ახლობელი ჰყავს, შეუძლია გამოძვრეს, ასეთი სიგნალი მიიღო საზოგადოებამ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, ასეთი საგამოძიებო სტრუქტურები. ეს უკვე ცუდია, მაგრამ არსებობს ბევრად უარესი სცენარები. თუ ამ კომისიის დასკვნის, კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემდეგ, არ გადაიდგმება ეს კონკრეტული ნაბიჯი, კატასტროფული ზიანი თქვენთვის იქნება უმძიმესი. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, მთავრობამ, საგამოძიებო ორგანოებმა, პროკურატურამ ახალმა ხელმძღვანელობამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















