ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 21.09.2018
ნანახია: 1288

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა  მეცის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მსოფლიოს რეიტინგის 31-ე ნომერმა ბასილაშვილმა ფრანგი კენი დე შეპერის ძლევის (6:2, 7:6) შემდეგ, წუხელ კიდევ ერთ ფრანგს - უგო უმბერს აჯობა სამ სეტში - 6:7, 7:6, 6:3.

ტურნირის რვა საუკეთესოს შორის მოხვედრით ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორმოცდახუთი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მეოთხედფინალი 21 სექტემბერს შედგება და ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება, რომელიც მსოფლიოს მე-12 ჩოგანია.

მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე