კობი–გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა დღის ბოლოსთვის აღდგება

საქართველო, თბილისი - 12:32 | 04.12.2015
ნანახია: 1829

საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში წუხელ კვლავ ძლიერი თოვა იყო. ამ მიზეზით, ზოგიერთ მონაკვეთზე დაწესებულია შეზღუდვები. კობი–გუდაურის მონაკვეთზე ზვავ-საშიშროება მოიხსნა, მაგრამ მოძრაობა შეზღუდულია.

ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის მიუხედავად, გაწმენდითი სამუშაოები მაინც მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა ასევე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე