თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

საქართველო, თბილისი - 12:21 | 04.12.2015
ნანახია: 1905

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე უწყებაში საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

კერძოდ, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის აკადემიის რექტორად დაინიშნა. მის ადგილს კი, ომარ ბეგოიძე დაიკავებს. 
"გენერალი ჩაჩიბაია პროფესიონალი გახლავთ და გამოცდილი სამხედრო მოსამსახურე. ის წარუძღვება საპასუხისმგებლო საქმეს. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, დიდი ხანია ვფიქრობდით, თუ ვინ შეძლებდა ქვეყნის მომავალი ოფიცრების აღზრდას, რომელზეც შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაეფუძნოს", - განაცხადა ლოლაძემ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე