დადგინდა ის პირი, ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს და რომელიც დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობდა, საუბარია მ.კ.-ზე - კახიძე
საქართველო, თბილისი - 12:54 | 20.09.2018 ნანახია: 1171
პარლამენტის სხდომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის კენჭისყრით უნდა დაიწყოს. დეპუტატები იმსჯელებენ იმ დოკუმენტზე, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა. რეკომენდაციებში საუბარია კონკრეტული პირების სისხლის სამართლის და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა და ამ დოკუმენტს არ ჰქონდა მმართველი გუნდის მხარდაჭერა კომისიაში.
„დადგინდა ის პირი ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს და არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სწორედ ეს პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში. საუბარია მ.კ.-ზე . ასევე, დადგინდა კონკრეტული პირების პროკურატურის და საგამოძიებო სისტემაში, რომლებიც ხელს აფარებდნენ და მათ ქმედებებში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები. ჯერი ახლა არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პროკურატურასა და შსს-ზე, რომ დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აგრეთვე შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისკენ. დასკვნაში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურორ ფხაკაძის, გამომძიებელ ფიფიას და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის ქმედებებში. ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და გამოძიებას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
კომისიის მუშაობის ფარგლებში ცალკე დოკუმენტი მოამზადა მმართველმა გუნდმაც. „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა "ევროპულ საქართველოს“ რეკომენდაციების იმ ნაწილს სადაც საუბარია შს და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე.
„მათ ისურვეს ბოლომდე იმ პოლიტიკური დღის წესრიგით გაგრძელება საგამოძიებო კომისიის მუშაობის, როგორც თვითონ დაიწყეს და ამიტომ სამწუხაროა, რომ ვერ შედგა კონსესუსი ამ დოკუმენტთან. მ.კ-ს როლის გამოყოფასთან დაკავშირებით კონკრეტულ მკვლელობის ეპიზოდში ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უნდა დაინტერესებულიყო. ეს მათაც დააფიქსირეს მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციაში. ისევე როგორც ცალკე უნდა გამოიყოს გ.მ-ს დაჭრის ფაქტი. კონკრეტული პირისთვის ბრალის წაყენების საკითხი არ არის პარლამენტის კომპეტენცია,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















