რკინის ცოცხით არის გასახვეტი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა - ლევან ვასაძე

საქართველო, თბილისი - 13:27 | 19.09.2018
ნანახია: 1592

რკინის ცოცხით არის გასახვეტი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კანაფის ექსპორტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ჩვენს დაქცეულ ქვეყანაში ელემენტარული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანაც კი ვერ ააწყო სახელმწიფომ. 80-92% იმისა, რასაც ჩვენ თბილისში ვჭამთ, ამ დალოცვლილ, მსუყე, ნოყიერ მიწაზე კი არ მოდის, არამედ შემოდის თუქრეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„თქვენ თქვენივე ხელით აფეთქებთ ამ ქვეყანას და ვიღაც რიგით 52-ე ფინანსთა მინისტრის რაღაც ყროყინს უსმენთ, რომ ეს ქვეყანას შემოსავალს მოუტანს. რკინის ცოცხით არის გასახვეტი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, შესაცვლელია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკრი მმართველობის სისტემაც, იმიტომ, რომ ეს ე.წ დემოკრატიული სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ... ჩვენ ხომ ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე, ძალიან მწყინს. 1%-ს მაინც ვინარჩუნებ იმედისას, რომ ბიძინა ივანიშვილი გაიღვიძებს ამ ჰიპნოზისაგან და გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მას კეთილი სახელი შევუნაჩუნოთ ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე