აფხაზებსა და ოსებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ - თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში - ბრაიან უიტმორი

საქართველო, თბილისი - 11:01 | 19.09.2018
ნანახია: 1318

აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო საკუთარ თავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

“ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია”, - განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე