„ზარაფხანას“კორპორატიული დეპარტამენტის მენეჯერი რუსეთში სილამაზის კონკურსში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 16:48 | 18.09.2018
ნანახია: 846

„ზარაფხანას“კორპორატიული დეპარტამენტის მენეჯერი რუსეთში მონაწილეობს კონკურსში „მის ოფისი - 2018". თათია თექთურმანიძე საქართველოდან პირველი იქნება ვინც ამ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას "sputnik-georgia.com" ავრცელებს.

ინტერნეტ-კენჭისყრა ფინალში გასასვლელად, სადაც გვირგვინის გარდა გათამაშდება ფულადი ჯილდო ორი მილიონი რუბლის ოდენობით (დაახლოებით 29 ათასი აშშ დოლარი), კონკურსის ვებ-გვერდზე 17 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

"ფინალურ საღამოს გაუძღვებიან მსახიობი და რეჟისორი მაქსიმ ვიტორგანი და კონკურსის დირექტორი სვეტლანა ბობრიკოვა. კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის ირინა ხაკამადას თავმჯდომარეობით", -  წერს გამოცემა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე