ბიძინა ივანიშვილს "იბერიასთან" არავითარი კავშირი არ აქვს - ეკა ბესელია
საქართველო, თბილისი - 15:27 | 18.09.2018 ნანახია: 985
ბიძინა ივანიშვილს თქვენს ტელევიზიასთან დარწმუნებული ვარ არავითარი კავშირი არ აქვს, განსაკუთრებით როცა კონტექსტი არის ნეგატიური, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ.
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ დარწმუნებით, აბსოლუტურად გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რაიმე კავშირს ამ ფაქტთან და ამ მოვლენებთან. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თქვენს ტელევიზიას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, არავითარი შეზღუდვები, არავითარი კითხვის ნიშნები გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტების დამოუკიდებლობის, შემოქმედებითი თავისუფლების კუთხით არ დგას. ხელისუფლების არც ერთი შტო ნამდვილად არ შექმნის არანაირ პრობლემას, იმისთვის, რომ ტელევიზიამ იფუნქციონიროს და გააგრძელოს მაუწყებლობა. ამის იქით რასთან გვაქვს საქმე, ვის რა როლი აქვს, რა ინიციატივაა, ვისი საუბრებია, ავთენტურია თუ არა და ა.შ. ამის დადგენა მოდით გამოძიებას მივანდოთ. ამ საკითხის პოლიტიკურ ნაწილზე, რომელიც ეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მე მშვიდად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ თქვენ, რომ ტელევიზიას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ბიძინა ივანიშვილს თქვენს ტელევიზიასთან დარწმუნებული ვარ არავითარი კავშირი არ აქვს, განსაკუთრებით როცა კონტექსტი არის ნეგატიური“, - მიმართა ეკა ბესელიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტს.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















