ილონ მასკი მთვარეზე იაპონელ მილიარდერს გააფრენს

საქართველო, თბილისი - 15:19 | 18.09.2018
ნანახია: 1218

პირველი კოსმოსური ტურისტი, რომელიც მთვარეს გარს შემოუფრენს, იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა იქნება. მოგზაურის ვინაობა SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა Twitter-ის მიკორბლოგში გაამხილა.

ხელოვნების ნიმუშების ცნობილ კოლექციონერს მაეძავას მთვარის ორბიტაზე რაკეტმზიდი Big Falcon Rocket-ი წაიყვანს. მასკის თქმით, ტურისტთან ერთად ასევე იქნება რვა მხატვარი და კულტურის მოღვაწე.

გაფრენა 2023 წლისთვის არის დანიშნული. ამისთვის რაკეტმზიდს ჯერ კიდევ ამზადებენ. ბრიტანული მედიის ცნობით,  რაკეტის ერთი ნაწილი ხომალდს მთვარის ორბიტაზე გაიყვანს, ხოლო მეორე ციური სხეულის გარშემო შემოიფრენს.

მოგზაურობას 4-5 დღე დასჭირდება. თუ რა დაუჯდება მაეძავას ფრენა, უცნობია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე