ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საქართველო, თბილისი - 14:34 | 18.09.2018 ნანახია: 961
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
"სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ რეალურად კვლავ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, შესაბამისად, მოვითხოვთ მის პატიმრობაში დარჩენას რაც სასამართლომ გაითვალისწინა", - განაცხადა საქმის პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა.
როგორც ის განმარტავს, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს რომ მორჩაძე გავლენას ახდენდა მოწმეებზე.
მორჩაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით კი, სასამართლოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა.
"რეალურად სასამართლოს არ უმსჯელია თუნდაც, იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი.
თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას შეცვლოს. ამასთან, დაცვის მხარე მზად ვართ მორჩაძის უდანაშაულობა დავამტკიცოთ", - განაცხადა მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, მერაბ მორჩაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. წინასასამართლო სხდომა 27 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
მერაბ მორჩაძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















