მენაშენეებმა "სვეტის" დირექტორის პრესკონფერენცია ჩაშალეს

საქართველო, თბილისი - 13:10 | 18.09.2018
ნანახია: 1097

დღეს, "პირველი რადიოს" ოფისში კომპანია "სვეტის" დირექტორი თორნიკე ჯანელიძე პრესკონფერენციის ჩატარებას აპირებდა.

პრესკონფერენციას კომპანიის მიერ დაზარალებული მენაშენეების ესწრებოდნენ, რომლებმაც კომპანია "სვეტის" დირექტორს საუბრის საშუალება არ მისცეს.

ერთ-ერთმა მენაშენემ ჯანელიძეს მისი დაპირება შეახსენა, რაზეც ჯანელიძემ უპასუხა, რომ "ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას".

"შენ ბრიფინგს არ უნდა აწყობდე დღეს. 4 000 ქართველი გყავთ გალახული ფეხქვეშ. თქვენ დღეს ამის უფლებას არ უნდა გაძლევდნენ. თქვენ პრესკონფერენციას მოაწყობთ ციხეში", - მიმართა ერთ-ერთმა მენაშენემ თორნკე ჯანელიძეს.

ხმაურიანი დაპირისპირების გამო, "სვეტის" დირექტორის პრესკონფერენცია ჩაიშალა. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე