რუსეთმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთი საქართველოს მტერია - სალომე ზურაბიშვილის ძმა
საქართველო, თბილისი - 11:45 | 18.09.2018 ნანახია: 1280
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მისი ძმა ოთარ ზურაბიშვილი გამოეხმაურა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთის საქართველოს მტერია, რომელიც ომს ისევ განაგრძობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული მილიტარიზაციითა და პროვოკაციებით.
"ჩემო მეგობრებო - ზოგიერთ ჩემს მეგობარს სურს გაიგოს ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ;
მართალი გითხრათ მათი კითხვები მაკვირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეგობრებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი პოზიციების შესახებ არც არაფერი წაუკითხავს და არც არაფერი სმენიათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიყავი ერთი და იმავე იდეების ერთგული და ვიცავდი ერთი და იმავე პრინციპებს, რასაც ადასტურებს ჩემი ქმედებები. გუშინ, მაგალითად, ლევილიდან ოკუპირებული ტერიტორიების პირდაპირი ჩართვის ორგანიზება მოვახდინე. მათ, ვინც ამ ეთერს უყურა, იმედია ეჭვი არ ეპარებათ ჩემს პოზიციაში.
მიუხედავად ამისა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას, რასაც ყოველთვის ვამბობდი.
მე -19 საუკუნის დასაწყისიდან რუსეთი საქართველოს მიმართ ანვითარებდა აგრესიული პოლიტიკას და სტრატეგიას, რათა მას ჩვენი სამშობლო რუსეთის ორბიტაზე ჰყოლოდა ეს ეხება როგორც მეფის რუსეთს, ისე, საბჭოთა რუსეთს და დღევანდელ ტოტალიტარულ რუსეთს.
რუსეთი მუდმივ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ: იქნება ეს "რბილი ძალის" გამოყენება, როცა ის პოლიტიკურ გავლენას იყენებს, თუ როდესაც ის სამხედრო ძალას იყენებს, და შეიჭრება საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს.
დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი.
დიახ, სწორედ რუსეთია ინიციატორი შიდა ქართლში ქართულ სოფლებზე შეიარაღებული თავდასხმების .
დიახ! რუსეთი განაგრძობს დღეს ამ ომს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული მილიტარიზაციით და პროვოკაციებით (მხედველობაში მაქვს : ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, საოკუპაციო ზონის საზღვრების გადაადგილება).
დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია. დიპლომატიური გზა უდავოდ გამოსავალია, მხოლოდ ამ ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით და არა მისი უარყოფით შეიძლება სტრატეგიის აგება. დიპლომატია, ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს. თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ , ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება", - წერს ოთარ ზურაბიშვილი.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















