„ლიბერალის“ რედაქტორს თავს დაესხნენ
საქართველო, თბილისი - 16:34 | 17.09.2018 ნანახია: 952
„ლიბერალის“ ინფორმაციით, შაბათს, საღამოს 20:30 საათზე, მათ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თავს დაესხნენ.
მათი ინფორმაციით, ვარდიაშვილს 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.
ვარდიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. მისივე თქმით, მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.
„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ", - ამბობს ვარდიაშვილი, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ თვითმმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომერიც. მისი თქმით, მათვე დარეკეს პოლიციასა და სასწრაფოშიც. მისივე ინფორმაციით, ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებიც.
მისივე განცხადებით, პოლიციაში მას თავდასხმის მოტივზე ჰკითხეს.
„თავდასხმის მოტივზე მისვამდნენ შეკითხვებს, დარწმუნებით ვერაფერს ვამბობდი, რადგან დღემდე არ ვიცი, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ჩემზე ასეთი თავდასხმის განზრახვა, მით უმეტეს, თავდამსხმელები იქცეოდნენ, როგორც სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, მოქმედებდნენ გასამხედროებული დანაყოფივით და ემორჩილებოდნენ ერთ-ერთი მათგანის ბრძანებებს“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიციაში მას ეკითხებოდნენ, ვინმეს ბიზნესს ხო არ შეხებია „ლიბერალი", რაზეც მან უპასუხა, რომ „ლიბერალი" უამრავ თემატიკაზე წერს და ასე კონკრეტულად მოტივის დადგენა მას თავად უჭირს.
„მეორე დღეს, 11 საათისთვის დამიბარეს. მივედი. პირველი რაც მკითხეს, ის იყო, რომ რატომ ვიცრუე, თითქოს უთანხმოება არავისთან მქონია. მითხრეს, თითქოს მათ დაადგინეს, რომ მე, თურმე, 14 სექტემბერს ისტ-პოინტში მდებარე მაღაზია „კარფურში“ ვიჩხუბე, და ვიღაც პირებს ვცემე. გამომძიებლის თქმით, ამ ინციდენტს მოჰყვა ჩემზე თავდასხმა“ - აღნიშნავს ვარდიაშვილი.
მისივე განცხადებით, მან გამომძიებელს აუხსნა, რომ მას არა თუ არ უჩხუბია კარფურში, არამედ საერთოდ არ იმყოფებოდა იქ, თუმცა მისივე თქმით, გამომძიებელი მას უმტიცებდა, რომ მას აქვს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ იმყოფება ის დედასთან ერთად „კარფურში“ 14 სექტემბერს და ჩხუბობს.
„ამ „ვერსიამ" შოკში ჩამაგდო. არავითარ „კარფურში“ არ ვყოფილვარ, არავისთან მიჩხუბია, დედაჩემი საერთოდაც არ ცხოვრობს თბილისში. გამოვედი დაკითხვის ოთახიდან, დადავურეკე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს, დავურეკე შსს-ს პრესსამსახურს და შევატყობინე მომხდარი. საიამ გამომიყო ადვოკატი რეზო აჭარაძე, რომელმაც 10 წუთის შემდეგ დამირეკა და დამარიგა, როგორ მოვქცეულიყავი. დავრეკე რედაქციაში და საქმის კურსში ჩავაყენე თანამშრომლები, რადგან უკვე ვხვდებოდი, რომ ჩვეულებრივ გაუგებრობაში არ მოვყოლილვარ“ - ამბობს ვარდიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ გამომძიებელმა „ლიბერალის" რედაქტორი ისევ ოთახში შეიყვანა და უთხრა, რომ ის მართალია და თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, რომ „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია გამოკითხვები და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















