არც ერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან, დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი - მეუფე იაკობი
საქართველო, თბილისი - 12:28 | 17.09.2018 ნანახია: 1049
მეუფე იაკობმა ხელისუფლება კანაფის წარმოება-ექსპორტის საკითხის დაყენების გამო მწვავედ გააკრიტიკა.
მისი თქმით, 2012 წელს ვერც კი წარმოიდგენდა თუ „ქართული ოცნება" ამ მდგომარეობამდე მივიდოდა. მეუფე იაკობმა ქადაგებით მრევლს ბოდბის მონასტრიდან მიმართა.
„ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება, სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი, ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ, მაგრამ ახლა ძირითადად, 2016-დან ვერ ვცნობ, ვინც არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, გეუბნებით რა, სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან, შევარდნაძე იყო, უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო, უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა, ქართველი ერი სხვანაირია. შეითქმევა ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს,“ - განაცხადა მეუფემ.
მეუფე იაკობმა მთავრობის წარმომადგენლებს გონიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შს მინისტრმა უნდა გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია, რადგან ქვეყანას ძლიერი პოლიცია სჭირდება. მეუფის თქმით, აქამდე სამართალდამცავები ნარკობარიგებსებრძოდნენ და ახლა ამ ინიციატივით ყველაფერი შეიცვლება.
„შს მინისტრს ვიცნობ და ჭკვიანი კაცია და მე მინდა, მივმართო მას, ის არის პოლიციის სახე დღესდღეობით. ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია და დღევანდლამდე, ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცავები, რასაც ებრძოდნენ ახლა თვითონ რომ მაგი გააკეთონ, თვითონ პოლიციაში რა ავტორიტეტი ექნებათ, აბა გადახედონ, უბრალოდ ამას გულის ტკივილით ვამბობ, დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას, იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან და გადახედონ და შეხედონ, რამდენი გაჰყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობი ხელისუფლებას მასშტაბური აქციებით ემუქრება.
„ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. პარლამენტში 150 კაცი ავირჩიეთ, დღეს არ ვიცი, რამდენი არის დარჩენილი, მაგრამ მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება, ნუ დაუპირისპირდებით ერს. ერთი რამ იცოდეთ, ჩვენ ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს, ვიქნებით იქ. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ. არაფერზე, არც ერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი, ბევრი მოდის და ბევრი გვეუბნება, ოჯახიდან ბევრი გამოვალთო, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურება გაგრძელდება, ასი ათასობით კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინააღმდეგ, უნდათ - არ უნდათ, დაიხევენ უკან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















