პრემიერი დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს

საქართველო, თბილისი - 10:47 | 14.09.2018
ნანახია: 742

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს.

განათლების რეფორმა, რომელიც პრემიერმა ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა, განხორციელდება ხუთივე მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება; ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება; უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

განათლების სისტემაში განსახორციელებელ რეფორმას საზოგადოებას დეტალურად გააცნობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაცია 11:00 საათზე დაიწყება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე