"ნუ შეურაცხყოფ გმირებს“, „სალომე ვოვას ფავორიტი“ - ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტეს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 12.09.2018
ნანახია: 925

რამდენიმე მოქალაქემ ქუთაისში საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტა.

მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. „ნუ შეურაცხყოფ გმირებს“, „სალომე ვოვას ფავორიტი“, ასეთი პლაკატებით დახვდნენ სალომე ზურაბიშვილს.

მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა თეატრის შენობაში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ დაცვამ არ მისცა.

ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე